27 June 2014

ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების 1 135-გვერდიანი დოკუმენტი უკვე აკინძულია

ევროსაბჭოს ოფიციალური ვებგვერდი ვიდეოკადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ მზადდება ასაკინძად ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტი.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტი 1 135-გვერდიანია.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას ხელი დღეს, თბილისის დროით 11:00 საათზე მოეწერება. დოკუმენტს ევროკავშირის 28-ვე წევრი ქვეყნის ხელმოწერა ექნება.
ევროკავშირის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფოების უმაღლესი პირები შეთანხმებაზე საკუთარ ხელმოწერას მას შემდეგ დააფიქსირებენ, რაც დოკუმენტს თავდაპირველად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი გააფორმებენ.

წყარო: ipn.ge



No comments:

Post a Comment