26 June 2014

უგულავა მერის უფლებამოსილების აღდგენაზე ყველა სამართლებრივ ბრძოლას წყვეტს

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა მერის უფლებამოსილების აღდგენის მიმართულებით ყველა სამართლებრივ ბრძოლას წყვეტს.
როგორც უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, საქალაქო სასამართლოში დაყენებული შუამდგომლობის გაუქმებით გიგი უგულავამ სასამართლოს და პროკურატურას მოუხსნა ის უხერხულობა, რომელიც ამ საკითხმა გააჩინა.
მისი განმარტებით, უგულავა თანამდებობრივი უფლებამოსილების აღდგენის შუამდგომლობით არც სხვა ინსტანციის სასამართლოში აპირებს შუამდგომლობის დაყენებას.

ჩვენი გადაწყვეტილება ერთიან კონტექსტში უნდა დავინახოთ. შუამდგომლობის დაყენების პროცესში ბრალდების მხარე ხელს გვიშლიდა. დაყენების შემდგომ ხდებოდა პროცესის გაწელვა. ასევე, მოსამართლეს გუშინ უნდა გამოეცხადებინა გადაწყვეტილება, თუმცა პროცესი გადაიდო“, – განაცხადა ბასილაიამ.

No comments:

Post a Comment