თბილისი (BPI) - მეტროსადგურ „უნივერსიტეტის" მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, თბილისში მეტროპოლიტენის მეორე ხაზის გაგრძელებასა და მეტროსადგური"უნივერსიტეტის" მშენებლობისთვის დაფინანსებას აზიის განვითარების ბანკი გამოყოფს, შესაბამისად, ტენდერი ღიაა მხოლოდ იმ მონაწილეთათვის, რომლებიც წარმოდგენილია აზიის განვითარების ბანკის (ADB) წევრი ქვეყნებიდან.
ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს 2,6 -კილომეტრიანი გვირაბების მშენებლობა, მოეწყობა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები, ამოსასვლელები ვაჟა -ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე. გაკეთდება სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტროქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე, სიგნალიზაციის მართვისა და ხანძარსაწინაღდეგო სისტემები, გაკეთდება სათადარიგო ამოსასვლელები.
კონტრაქტის განხორიციელების პერიოდია: 21 თვე. საერთაშორისო საკონკურსო ვაჭრობა ჩატარდება ADB-ს ერთეტაპიანი, ორკონვერტიანი პროცედურის შესაბამისად.
წინადადებების წარდგენის ვადა 2014 წლის 26 აგვისტოს, 15:00 საათზე იწურება.
დამატებითი ინფორმაციის მიღება და საკონკურსო დოკუმენტების შემოწმება კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ მუნიციპალური განვითარების ფონდში, სამუშაო დღეებში 10:00-დან 18:00 საათამდე.
vaja-fshavelaze kidev ertii metros gayvanas svanetis ubanshiii gaiyvanot ar gindat iqneb magan mainc iaros wesivrad :D :D :D
ReplyDelete