23 June 2014

"თელასი" პროფილაქტიკურ სამუშაოებს წყვეტს

სააქციო საზოგადოება "თელასი" არჩევნებისა და მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გამო, პროფილაქტიკურ სამუშაოებს წყვეტს.  - ამის შესახებ ჟურნალისტებს "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ განუცხად. მისი თქმით,  პროფილაქტიკური სამუშაოები არჩევნების შემდეგ განახლდება. 

"სამწუხარო და უსაფუძვლოა აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა. ვუარყოფთ ყოველგვარ ჭორს დედაქალაქში ელექრომომარაგების შეზღუდვის შესახებ. ამასთან, ვითვალისწინებთ საზოგადოებრივ ინტერესს მიმდინარე ადგილობრივი არჩევნების და მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მიმართ და მივიღეთ გადაწყვეტილება პროფილაქტიკური სამუშაოები დავიწყოთ არჩევნების დასრულების შემდეგ. ეს იქნება უმნიშვნელო სამუშაოები და უარყოფითად არ აისახება დედაქალაქის ელექტრომომარაგებაზე", - განაცხადა ფანცულაიამ.

მისივე თქმით, "თელასის" მიერ ჩასატარებელი სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოები ითვალისწინებს უმნიშვნელო, მხოლოდ ლოკალურ, ერთდროულად ერთი, ან ორი ქუჩის რამდენიმე საათით გამორთვას. ფანცულაიას ინფორმაციით, ეს არის სადისტრიბუციო კომპანიის უპირობო ვალდებულება, რათა ელექტროგამანაწილებელი ქსელი მუდმივად უსაფრთხო და საიმედო მდგომარეობაში იქნას შენარჩუნებული. ფანცულაიას თქმით, "თელასი" მოსახლეობას ყოველთვის აწვდის ინფორმაციას.

"თელასს" პროფილაქტიკური სამუშაოები 23 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ჰქონდა დაგეგმილი.

No comments:

Post a Comment