23 June 2014

ცესკო "ნაციონალურ მოძრაობას" პასუხობს

ცესკო „ნაციონალკური მოძრაობის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებული განცხადებები და მოთხოვნა სცილდება კანონიერ ჩარჩოებს. მივმართავთ საარჩევნო სუბიექტებს, რომ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს სააარჩევნო საკითხებზე მსჯელობისას. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა არ წარმოადგენს ცესკო-ს თავჯდომარის კომპეტენციას. არჩევნების მეორე ტურის თარიღი გამოცხადდება კანონმდებლობის შესაბამისად, შემაჯამებელი ოქმის მიღების და სასამართლო დავების დასრულების შემდეგ. საარჩევნო ადმინისტრაცია დამოუკიდებელია და მოქმედებს კანონის ფარგლებში, შესაბამისად ვერც ერთი პოლიტკური ძალა ვერ იქონიებს გავლენას ცესკო-ს გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ხელისუფლება ცესკოს თავმჯდომარეზე ზეწოლას ახორციელებს და მას მეორე ტურის 12 ივლის დანიშვნას სთხოვს.

No comments:

Post a Comment