პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის განცხადებით, კიევში საქართველოს მოქმედი და ყოფილი პირველი პირების შეხვედრა დაახლოებით ერთი წუთი გაგრძელდა.
“მე შემიძლია ვთქვა, რომ მარგველაშვილი და სააკაშვილი შეხვდნენ ერთმანეთს მოსაცდელ ოთახში ზუსტად ერთი წუთით, როდესაც შევიდნენ ერთად არკაში, შემდეგ პრეზიდენტი მარგველაშვილი წაიყვანეს სადაც პრეზიდენტები იყვნენ”, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა “მაესტროს ცხრიანში”.
მისივე თქმით, სააკაშვილსა და მარგველაშვილს შორის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი არ ყოფილა, რადგან გიორგი მარგველაშვილს არ აქვს სურვილი მიხეილ სააკაშვილს ესაუბროს.
როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, საუბრები იმის შესახებ, რომ გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობასთან” მჭიდრო კავშირში იმყოფება, სიმართლეს არ შეესაბამება და ეს თემა კონკრეტული პირების მიზანმიმართულად გავრცელდა.
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის მტკიცებით, უკრაინაში ვიზიტისას გიორგი მარგველაშვილს არც მიხეილ სააკაშვილის ყოფილ მრჩეველთან, გლუკსმანთან ჰქონია შეხვედრა. მაჭავარიანის თქმით, მან და დელეგაციაში მყოფმა პირებმა მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს, რათა გიორგი მარგველაშვილისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა დაგეგმილიყო.
“გიორგიმ თავისთავად იცის რამხელა შეცდომები აქვს დაშვებული მიხეილ სააკაშვილს. სააკაშვილს ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ და მისდამი ჩვენი დამოკიდებულება ცალსახად ჩამოყალიბებულია. ეს რომატიზმი, სააკაშვილს, “ნაციონალურ მოძრაობასა” და მარგველაშვილს შორის, უბრალოდ აბსურდია და ეს არის თემა, რომნლითაც შეეცადნენ გადაეფარათ მნიშვნელოვანი შეხვედრა ბაიდენთან. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე იყო საუბარი”,- აღნიშნა მაჭავარიანმა.

No comments:
Post a Comment