ამის შესახებ ახვლედიანმა გაზეთ ,,რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ,,ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ,,ნაცმოძრაობას“ არა მხოლოდ რეაბილიტაცია განეცადა, არამედ ფეხზეც კი დამდგარიყო, რაც დიდი საფრთხის მატარებელია.
,,ძალიან დიდი შანსია, რომ ქვეყანა, რომელიც ,,ნაციონალებმა“ უფსკრულთან მიიყვანეს, ,,ქართული ოცნების“ დახმარებით ამ უფსკრულში გადაიჩეხოს. ,,ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“ სექტემბრიდან ძალიან სერიოზული ბრძოლის დაწყებას აპირებს და ვაცხადებთ კიდევაც, რომ ბრძოლის მთავარი მიმართულება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება. ის კრაზანის ბუდე, რაც რაც დღეს პარლამენტია, პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი მიმართულების ორგანოა და ისინი ამას ყოველ დღე ამტკიცებენ ”, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
No comments:
Post a Comment