თბილისის მერობის კანდიდატმა ასმათ ტყაბლაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და არჩევნების მიმდინარეობის და მისი შედეგების გამო უკმაყოფილება გამოხატა:
„დღევანდელი შედეგები, რაც გამოაცხადეს, ჩემთვის სასაცილოა. ამომრჩევლის 100%-დან უბნებზე თბილისის ამომრჩევლის 30%-ი მივიდა და ამ 30%-დან კიდევ 14-15%-მა ხმა ქალაქის მერობის კანდიდატს მისცა. პირადად მე ჩემს ამომრჩეველს მადლობა მინდა ვუთხრა, რომელიც ძალიან ბევრია. დარწმუნებული ვარ, რომ ვაკეში პირველი ადგილი მაქვს, პირველი თუ არა მეორე ულაპარაკოდ, ასევე ვერაზე და საბურთალოზე, სხვა რაიონებშიც, რადგან ბევრი მეუბნებოდა, რომ მხარს მიჭერდნენ და ვინც შემხვდა ყველამ მითხრა, რომ თქვენ დაგიჭირეთ მხარიო, ხოდა სად არიან ესენი?
ასევე, მე მინდა ვთქვა, რომ რადგან „ლეიბორისტებთან“ ვასოცირდები და მთავრობას ამ პარტიის მიმართ განსაკუთრებული სიძულვილი აქვს, ცდილობენ, რომ „ლეიბორისტულმა“ პარტიამ დაფინანსება კვლავ არ მიიღოს,“ – განაცხადა ასმათ ტყაბლაძე.
No comments:
Post a Comment