ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა საბოლოო აქტივობამ 43.31% შეადგინა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კი აქტივობა 46.6% იყო.
„საუბნო საარჩევნო კომისიებში უკვე დაწყებულია ხმების დათვლის პროცესი. არჩევნებმამნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. 20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობამიიღო 43.31%-მა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კი აქტივობა 46.6% იყო. წინასწარიშედეგების დათვლას არჩევნებთან შედარებით მეტი დრო დასჭირდება. მას შემდეგ, რაც ცესკომიიღებს საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს, ეს დოკუმენტები დაუყოვნებლივ აიტვირთებაცსკ-ის ვებგვერდზე. ცსკ ამომრჩეველს მადლობას უხდის", - განაცხადა ეკა აზარაშვილმა.
მისივე ინფორმაცით, ხონის 22-ე უბანზე მოხდა ინციდენტი, საარჩევნო უბანზე შეიჭრნენ უცნობი პირები და დაამტვრიეს საარჩევნო ყუთი. სამართალდამცველები სიტუაციას არკვევენ.
No comments:
Post a Comment