09 July 2015

ჯემალ ჭკუასელი: ბატონო ღარიბაშვილო, გენაცვალე ასეთი ვაჟკაცობისთვის!

ქორეოგრაფი ჯემალ ჭკუასელი ამერიკაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ეხმაურება და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, მიესალმება. ჯემალ ჭკუასელი „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ერთსქესიანთა ოჯახებში არა მხოლოდ ბავშვების, არამედ სხვა მოქალაქეების უფლებებიც ირღვევა.
„აღშფოთებული ვარ ამ ფაქტით, ამერიკა რაც არის და ამერიკელები ვინც არიან, ძალიან კარგად ვიცი, ბევრჯერ ვარ ნამყოფი და ვიცი, რა ხალხია, მაგრამ ამის შემდეგ რაზე შეიძლება საუბარი? ეს არის კაცობრიობის დაღუპვა.
ვენაცვალე ჩემს პრემიერს, რომ ასე პირდაპირ და აშკარად გააჟღერა ეს ინიციატივა და შეწინააღმდეგა ერთსქესიანთა ქორწინებას. ბატონო ღარიბაშვილო, გენაცვალე, შემოგევლოს ჩემი სიცოცხლე ასეთი პირდაპირობისთვის, გულახდილობისთვის და ვაჟკაცობისთვის.
როგორ შეიძლება, ერთსქესიან ოჯახებში ნორმალური ბავშვი გაიზარდოს. ამ შემთხვევაში მარტო ბავშვის უფლებები კი არა, ჩემი უფლებებიც ირღვევა, როგორც ადამიანის და როგორც მამაკაცის. ამ ქმედებით, მსოფლიოს არევა უნდათ, აღშფოთებული ვარ ამერიკაში მომხდარი ფაქტით", - აცხადებს ჯემალ ჭკუასელი.

No comments:

Post a Comment