ქართული მინერალური წყლები მსოფლიოში ერთერთ ყველაზე მსხვილ ონლაინ მაღაზიაში - Amazon.com-ზეც იყიდება. „ბორჯომისა" და „ნაბეღლავის" ფასები 13 დოლარიდან იწყება და 32 დოლარამდე აღწევს.
საიტზე ბორჯომის რამდენიმე სახეობაა წარმოდგენილი შუშისა და პოლიეთილენის ბოთლებში. სწორედ ბოთლისა და რაოდენობის მიხედვით არის განსხვავება ფასშიც. შუშის ბოთლში ჩამოსხმული მინერალური წყალი 13,99 $ ღირს, პოლიეთილენის ბოთლში კი - 32.99 $, ამ ფასად ერთ შეკვრა „ბორჯომს" შეიძენთ.
საიტზე „ნაბეღლავი" ერთი სახეობით არის წარმოდგენილი და მისი ფასი 23.75 $ -ია. ამ ფასად ერთ ლიტრიანი 4 ბოთლი ნაბეღლავის გამოწერაა შესაძლბელი.
კომპანია „ნაბეღლავში" ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და აცხადებენ, რომ ისინი ოფიციალურად „ამაზონზე" მინერალურ წყალს არ ყიდიან.
ონლაინ მაღაზიაში ქართული წარმოების მინერალურ წყლებს Amazon.com - ის მომხმარებელი - HolanDeli ყიდის, რომელსაც საიტზე ქართული ბორჯომისა და ნაბეღლავის გარდა რუსული, უკრაინული და პოლონური პროდუქციაც აქვს გამოტანილი.
No comments:
Post a Comment