10 July 2015

საერთაშორისო კონფერენცია სასტუმრო ,,ჰუალინგში''

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის თანამშრომლობით, დღეს, თბილისში, სასტუმრო ,,ჰუალინგში“ ორდღიანი რეგიონალური კონფერენცია გაიხსნა, რომელშიც სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის და ბელორუსის ადგილობრივ ხელისუფლებათა არჩეულიწარმომადგენლები, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას.
საერთაშორისო კონფერენციას საქართველოში ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, რუსთავის მერი დავით ჯიქია და ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი ესწრებიან. დავით ჯიქიამ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა.
კონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მერებისა და ადგილობრივი საბჭოების (საკრებულოების) როლის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებზე, ადგილობრივ ხელისუფლებათა მიმართ ნდობის ფაქტორის გაძლიერების, მათ მუშაობაში მოქალაქეთა ჩართულობის გზებზე და ასევე თვითმმართველობის ინსტიტუციური გაძლიერების პერსპექტივებზე მსჯელობენ..
ევროკავშირის და ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული ღონისძიება, მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რეფორმების გაძლიერებას ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში.
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებათა კონგრესი ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებებს წარმოადგენს და ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას. ის ადგილობრივ ხელისუფალთა და რეგიონთა პალატებისგან შედგება, რომელთა წევრებიც ევროპის 200 000 ტერიტორიულ ერთეულს წარმოადგენენ კონგრესში.

No comments:

Post a Comment