27 January 2015

სვანეთში სასტუმრო „რედისონ ბლუს" გახსნა იგეგმება

სასტუმრო „თორის" ნაცვლად" "რეზიდორ ჯგუფში"  შემავალი „პარკ ინის" სასტუმროს მშენებლობა გაზაფხულზე უნდა დაიწყოს. როგორც „ბლოკ ჯეო გრუპის" საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი „კომერსანტთან" აცხადებს, „რეზიდორთან"  სასტუმროს მშენებლობის შესახებ მემორანდუმი გასული წლის ბოლოს გაფორმდა და სახელმწიფოსთან ნებართვების აღების პროცედურები მარტში უნდა დასრულდეს.

თორნიკე ჯანაშვილი ამბობს, რომ გეგმის მიხედვით სასტუმრო „თორის" დემონტაჟი მოხდება და აშენდება სრულიად ახალი უფრო დიდი სასტუმრო „პარკ ინ თორი" , რომლის მშენებლობა 18 თვეში დასრულდება. ჯამური ინვესტიცია კი, რომელსაც „ბლოკ ინვესტი" ჩადებს, 25 მილიონი დოლარია. 

თორნიკე ჯანაშვილის განცხადებითვე, თბილისში კიდევ ერთი სასტუმროს განვითარებას გეგმავენ, რომელიც სასტუმრო შერატონთან მდებარეობს, სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება და  ამერიკული ბრენდი „ბესტ ვესტრენის" სახელით იქნება წარმოდგენილი. ჯანაშვილი ამბობს, რომ სასტუმროს გახსნა წელსვე მოხდება. 

„ბლოკ ჯეო ინვესტი" თბილისის გარდა სასტუმროების მშენებლობას რეგიონებშიც გეგმავს. კომპანიის საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სვანეთში „რედისონ ბლუს" სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ამას გარდა, კომპანიის ინტერესშია სასტუმროების ბათუმში, ქუთაისსა და ფოთში მშენებლობა.

No comments:

Post a Comment