21
წლის
რუსთაველ პოეტ ოთო გურგენიშვილს,
ხვალ, 14.00 საათზე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრიდან გამოასვენებენ და რუსთავის სასაფლაოზე
დაკრძალავენ.
ოთო
გურგენიშვილი მშობლიურ სოფელ ველისციხეში 30 ივლისს გადაასვენეს. გარდაცვლილის ოჯახს დღეს რუსთავის მერმა
დავით ჯიქიამ და საკრებულოს თავმჯდომარე
დავით მაღლაკელიძემ, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან,
ასევე კახეთის გუბერნატორ ზურაბ არსენიშვილთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის
გამგებელ გიორგი გერგიძესთან ერთად მიუსამძიმრეს. მანამდე კი რუსთავში ადგილი,
სადაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, მათ
გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს
ოთო გურგენიშვილის ხსოვნას.
,,ოთო
გურგენიშვილის ტრაგიკულმა დაღუპვამ და მისმა საოცარმა
გმირობამ, მთელი საქართველო
შეძრა. ჩვენ
ერთდროულად დამწუხრებულები და ამაყებიც ვართ
იმის გამო, რომ ჩვენს
ქალაქში, ჩვენს გვერდით, ასეთი კაცი ცხოვრობდა, მან
საკუთარი სიცოცხლე, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად გაიღო.
გულწრფელად ვიზიარებ მისი ოჯახის და
უამრავი რუსთაველის მწუხარებას. სამწუხაროა, რომ მან საკუთარი
ლექსების კრებულის გამოცემა ვერ მოასწრო. რუსთავის
თვითმმართველობა ოთოს ლექსების კრებულის
გამოცემის თანხას გამოყოფს და მისი წიგნი
მალე დაიბეჭდება,“ - განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.
ოთო
გურგენიშვილის დაკრძალვის ხარჯებს რუსთავის მერია გაიღებს.
No comments:
Post a Comment