ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია „მტკნარი სიცრუეა“ ისევე, როგორც „facebook“-ში მისი გვერდის არსებობა და პოლიტიკური ამბიციები.
ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი ლევან ვასაძე ტელეკომპანია „იმედს“ ყიდულობს, „პრაიმტაიმმა“ გაავრცელა. გამოცემა წერს, რომ გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანიის მენეჯმენტში საკადრო ცვლილებები იგეგმება და ტელეკომპანიის შეძენით ბიზნესმენი ლევან ვასაძეა დაინტერესებული, რომელმაც უკვე გამართა მოლაპარაკებები ინა გუდავაძესთან. გამოცემა წერს, რომ ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციაა, თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ კულუარებში ასეთი გარიგება მართლაც მიმდინარეობდეს, გამომდინარე იქიდან, რომ პატარკაციშვილებს ამ არხის შენახვა საკმაოდ ძვირი უჯდებათ. დიდი ფულის გადახდა ტელეკომპანიაში კი იმას აწყობს, ვისაც პოლიტიკური გეგმები და ამბიციები აქვს.
No comments:
Post a Comment