24 June 2014

მერობის კანდიდატების დებატებს ყველა ტელევიზიის ჟურნალისტი დაესწრება

„მერობის კანდიდატებს შორის დებატებზე ყველა ტელევიზიის ჟურნალისტი იქნება მიწვეული“
- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ არჩევნების მეორე ტურში მონაწილე თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დაგეგმილ დებატებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დებატების ადგილი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
“ფორმატი იქნება საინტერესო, რადგან ყველა ტელევიზიიდან იქნება მიწვეული ჟურნალისტი და ყველა ტელეკომპანიას ექნება საშუალება, ბატონ მელიას და ბატონ ნარმანიას დაუსვან სასურველი კითხვები და მათგან ამომწურავი პასუხი მიიღონ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

No comments:

Post a Comment