დღეს 5 ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.
ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას პირადი მიწვევით, ორი დღეა რუმინეთში იმყოფება. რუმინეთს ასევე სტუმრობენ მოლდოვას, ჩეხეთის, სერბეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები.
პრემიერ–მინისტრების მიმართვა თბილისის დროით 14:00 საათზე იგეგმება.
No comments:
Post a Comment