კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს ემზარ კვიციანს წაყენებული 9 ბრალდებიდან 7 მოეხსნა.
როგორც კვიციანის ადვოკატმა რეზო კახნიაურმა განაცხადა, კვიციანს ამჟამად ბრალად უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და ამბოხის მოწყობა ედება.
რაც შეეხება მოხსნილ ბრალდებებს, მათ შორისაა დანაშაულის დაფარვა, იარაღის უკანონოდ ტარება, თაღლითობაში ხელის შეწყობა.
ადვოკატის თქმით, საქმეში მტკიცებულებების არარსებობის გამო, პროკურატურა იძულებული გახდა, აღნიშნული ნაბიჯი გადაედგა და არსებითი განხილვის დაწყების შემთხვევაში კვიციანი თავის სიმართლეს იპოვნის.
„ბრალდებები მოეხსნა იმისთვის, რომ ეს შეთითხნილი იყო. კვიციანს იმისთვის ასამართლებენ, რომ მან ხეობა შეუნარჩუნა ქვეყანას“,– განაცხადა ადვოკატმა.
No comments:
Post a Comment