06 July 2015
„მეამაყება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეს გაბედა“
რეჟისორ გოგა ხაინდრავას თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი თამამი განცხადებით, მსოფლიოს ბოროტი და ბნელი ძალები გადაიმტერა.
„გამორიცხულია! საქართველოში კაცის კაცზე დაქორწინება არ მოხდება! ბარაქალა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც გაბედა და თქვა, რომ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება არ მოხდება! ამ განცხადებით მან მთელი მსოფლიოს ბოროტი და ბნელი ძალები გადაიმტერა! ასეთი ხმამაღალი განცხადი არცერთი პოლიტიკურ მოღვაწეს არ გაუკეთებია! მეამაყება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეს გაბედა! კაპიტან გიგაურს და მის „კამანდას“ მინდა, ვკითხო - იმ ბავშვების უფლებებზე რატომ არაფერს ამბობთ, რომლებსაც ერთსქესიანი წყვილები იშვილებენ?! ამაზე რატომ არ ფიქრობთ?! იმ ბავშვებს უფლებები არა აქვთ?! თუ ასეა, მაშინ ზოოფილებსაც მივცეთ უფლება, რომ ძროხებზე, თხებზე, ვირებზე იქორწინონ! მათაც ხომ აქვთ ამის უფლება? მე ვიცი კაცი, რომელიც ციხეში ინდაურის გაუპატიურებისთვის იჯდა. იმ კაცს, ხომ აქვს კანონიერი უფლება, ინდაური უყვარდეს და მასზე დაქორწინდეს? ამაზეც ამოიღეთ ხმა, კაპიტანო გიგაურო! ამის დაკანონებაც მოითხოვეთ“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
კატეგორია:
საზოგადოება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment