"სააკაშვილს ჰყავდა 20 კაცი - ისინი აკეთებდნენ ფულს, ატერორებდნენ ხალხს და მათზე არავითარი კანონი არ ვრცელდებოდა. მე მაგას ვლაპარაკობდი წლების განმავლობაში. საწყალ ადამიანს რომ დაიჭერდნენ ქრთამზე, 12-15 წელს აძლევდნენ და ვინც მილიონებს იპარავდა, სხვას ართმევდა - იმათ არაფერი. სამწუხაროდ, ეს საკანონმდებლო ნონსენსი კვლავ ძალაში დარჩა - აქ ნიჟარაძე კი არ არის მთავარი, თუ ასეთ დანაშაულზე რეაგირებას არ ახდენ, დღევანდელი ჩინოვნიკიც ამას იზამს და ხვალინდელიც - იფიქრებენ, კაცო, აგერ კეზერაშვილმა წაართვა ხალხს ქონება, შერჩა, მეც შემრჩება. წავალ, მივიღებ ისრაელის მოქალაქეობას, დავჯდები რომელიმე ქვეყანაში, საფრანგეთი თავშესაფარს მომცემს და მორჩება კინო. ეს ადამიანი სპირტის საქმეში გამართლდა, დარჩენილია 4 საქმე, რომელიც დევს სასამართლოში განუხილველად. ვსვამ კითხვას - რატომ? იმიტომ, რომ სხვა საქმეებზე დაზარალებულებს პატრონი არ ჰყავდათ", აცხადებს ნიჟარაძეების ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კეზერაშვილს შვეიცარიის ბანკებში ანგარიშები დაუყადაღეს? / ვის კვალზე გადის გამოძიება?
"ნიჟარაძის საქმეზე მოსვენებას არ ვაძლევ მოსამართლეებს და არც ისეთ რამეს გავაშვებინებ პროკურატურას სასამართლოში, სადაც არ იქნება მყარი მტკიცებულებები. სპირტის საქმე გასაგებია, იქ ფული შეჭამა და წავიდა თავის გზაზე. ფოთის პორტთან დაკავშირებით სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე - უკაცრავად, "რუსთავი 2" და "ნაცმოძრაობა" იქიდან ხომ არ ფინანსდება? გადის თვეები და ვყვირი: პროკურატურავ, სადა ხარ, ამ ფულისთ ფინანსდება "რუსთავი 2", ამ ფულით აწყობს პროვოკაციებს "ნაცმოძრაობა". აი, როგორც იქნა დაიძრა სიტუაცია, ახლა გაარკვევს გამოძიება ყველაფერს. იცი, რა მტკიცებულებები მოიძებნა ამ საქმეზე? თამამად ვამბობ - მსგავსი რამ არც ერთ საქმეზე არ არის მოპოვებული. ოფშორული კომპანიების ანგარიშები გავხსენით, შვეიცარიის ბანკიდან იყო კაცი ჩამოსული, ოფიციალურად წარმოადგინა მრკიცებულებები. ჯერ სადა ხარ, ამას მოჰყვება დიდი საკნდალები, აქ სხვა მაღალჩინოსნებიც არიან გარეულები და ამაზეც მოხდება რეგირება. გარდა ამისა, კეზერაშვილს კიდევ ერთ ეპიზოდზე წარედგინება ბრალი - დახრილი შენობა რომ არის - "ვაკე-პლაზა", იმის მიტაცებაზე", - აღნიშნავს გამოცემასთან შალვა ხაჭაპურიძე.
"სხვა მაღალჩინოსნები, ვისაც პროკურატურა გულისხმობს სოდის თანამშრომლები არიან... ერთი გიორგი ქემოკლიძეა, ჯერ სამმართველოს უფროსი იყო, ახალი ხელისუფლების პირობებში გადაიყვანეს კრიმინალური დეპარტამენტის უფროსად და დღესაც სასჯელაღსრულებაშია მაღალ თანამდებობაზე. ეს ადამიანი გახლავთ პოლიციის პოლკოვნიკი. დანარჩენების შესახებ გამოძიებამ იცის და მალე იქნება რეაგირება. ეს ქემოკლიძე მე შემხვდა და მკითხა, რას გადამეკიდეო. სასამართლო პროცეზე დაიბარეს და აღიარა - კი, ვიყავი ამ საქმეში, მაგრამ ბრძანება მქონდა ზემოდანო. ანუ სასამართლი პროცესზე დანაშაული აღიარა და ფაქტია, ისევ თანამდებობაზე მუშაობს. რა, სააპალაციოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე რომ მუშაობს მაღალ თანამდებობაზე, არ არის კეზერაშვილის კაცი?" - განაგრძობს რესპონდენტი.
"ეს გამოძიება დაიწყო 2012 წელს, მერე კბილაშვილის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ჩაერია, რაღაცები აურ-დაურია. ეს არის დაკავშირებული ფოთის პორტში ერთ-ერთ ბიზნესთან. ჩვენ რომ დავინახეთ, პროკურატურა არაფერს აკეთებდა, წავედით სამოქალაქო წესით და სასამართლომ დაიწყო განხილვა. ახლა კეზერაშვილს კიდევ წაუყენებენ ბრალს დაუსწრებლად , აღმკვეთ ღონისძიებად მოითხოვენ დაპატიმრებას, შემდეგ ასევე დაუწსრებლად საქმე წავა სასამართლოში და დარწმუნებული ვარ, გამოიტანენ განაჩენსაც", - მიიჩნევს ადვოკატი.
"როგორც ვიცი, ახლა კეზერაშვილი კიევშია. ახლა იქ სააკაშვილს დიდი მიღებები აქვს, "ნაციონალებს" აძლევს დირექტივებს. კეზერაშვილი კი ჩაიყვანეს იმის გამო, რომ ძალიან კარგად იცის იარაღით ვაჭრობა. უკრიანაში არეული სიტუაციაა, იარაღით ფული კეთდება და სადაც იარაღია, იქ არის კეზერაშვილიც, თავდაცვის სამინისტროში ჩასვამენ, იარაღის საქმეებს ჩააბარებენ და წავა დიდი ვაჭრობა... ექსტრადიციის საკითხი პროკურატურამ ხელახლა უნდა დააყენოს - ბრალს რომ წაუყენებენ ამას კანონი ითვალისწინებს, თუმცა ჩამოყვანის რა შანსი არსებობს, ვერ გეტყვი", - დასძენს ხაჭაპურიძე და შეკითხვას - "რატომ ვერ გვეტყვი, შეიძლება პროკუტურა ისევ ჩაფლავდეს?" - პასუხობს:
"სანამ პოლიტიკური ცვლილებები არ იქნება, იმედი არ მაქვს. ამერიკელებს და ევროპელებს უნდა გავაგებინოთ, რომ ქართველი ერის ნება არის სხვა, რა შუაშია სახელმწიფო დეპარტამენტი ბრძანებებს რომ იძლევა და დირექტივებს გვიგზავნის? თუ ეს დამოკიდებულება არ შეიცვალა, ვინმეს ჩამოყვანაზე ლაპარაკი ზედმეტია. გამოდის, აქ გამოვიძიებთ, გავმართავთ სასამართლო პროცესებს, დავასკვნით, რომ დიდი უბედურება დაგვატყდა თავს, მაგრამ შედეგი იქნებს ნული, დამნაშავეს ვერ დავსჯით - არადა, თვითონ ამერიკელებს აქვთ ასეთი ფორმულა: ქვეყანა რომ დაიქცეს, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს! სანამ ჩვენს ასე არ მოვიქცევით, ყოველთვის ვიქნებით კოლონია".
წყარო: www.guardian.ge
No comments:
Post a Comment