06 July 2015

უკრაინის გენპროკურატურაში საყვარელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ჟურნალისტი ვლადიმერ ბოიკო აცხადებს, რომ უკრაინის პროკურორის მოადგილეს, დავით საყვარელიძეს ბრალი ედება საზოგადოებრივი შენობის უკანონო დაკავებაში. ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვლადიმერ გუზირმა 5 ივლისს გასცა ბრძანება საქმე დაიწყოს საყვარელიძის წინააღმდეგ. საქმე ისაა, რომ საყვარელიძემ მთავარი პროკურორის ბრძანების გარეშე ჩაატარა პროკურატურაში ჩხრეკა და გამოძიება.
ერთიან რეესტრში შევიდა ინფორმაცია წინასწარ გამოძიებასთან დაკავშირებით, რაც საყვარელიძის ბრძანებით მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის შემოწმებას ეხება.
ბოიკო აღნიშნავს, რომ საყვარელიძემ ეს ოპერაცია მხოლოდ იმიტომ ჩაატარა, რომ ვიღაცამ მიაწოდა ინფორმაცია დახურული საქმეების გამო 200 000 დოლარის ოდენობით ქრთამის შესაძლო აღების თაობაზე, თუმცა საყვარელიძემ ვერაფერი აღმოაჩინა.
ჟურნალისტის თქმით საგამოძიებო ორგანოებში ჩხრეკა კვალიფიცირდება როგორც სახელმწიფო შენობის უკანონო ოკუპაცია.



No comments:

Post a Comment