"ასეთი სამშენებლო მასალის წარმოებამნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენთვის.დარწმუნებული ვარ, ეს დიდ დახმარებას გაუწევსჩვენს სამშენებლო სექტორს. ჩვენს მშენებლებს არმოუწევთ უცხოეთიდან პროდუქციის შემოტანა. "პანექსის" პროდუქცია ასევე გავა ექსპორტზეყაზახეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და რუსეთში. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი არის წარმოებისგანვითარება. იმედი მაქვს, რომ იმპორტს ადგილობრივი წარმოება ჩაანაცვლებს, რომელიც ექსპორტზეორიენტირებული იქნება," - განაცხადა
ირაკლი ღარიბაშვილმა.
სენდვიჩ პანელების
პროექტზე
მუშაობა საპარტნიორო ფონდმა ადგილობრივ კომპანია ICES-თან ერთად გასული წლის მარტში დაიწყო. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 6 მლნ აშშ დოლარია.
No comments:
Post a Comment