03 July 2015

ნიკოლოზ ბასილაშვილმა "უიმბლდონზე" მსოფლიოს მე-15 ჩოგანი დაამარცხა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა "უიმბლდონის" მეორე რაუნდში ესპანელი მე-15 ჩოგანი ფელისიანო ლოპეზი დაამარცხა.

ბასილაშვილმა ესპანელი ჩოგბურთელი 7:5; 6:3; 3:6; 2:6; 4:6 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.
მესამე რაუნდში ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ რობერტო ბაუტისტას დაუპირისპირდება
აღსანიშნავია, რომ ბაუტისტა მსოფლიო რეიტინგში 22-ე ჩოგანია. მეორე რაუნდში კი მან ფრანგი ბენუა პერი ანგარიშით 6:2; 6:4; 3:6; 3:6; 3:6 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა "უიმბლდონის" ძირითად ბადეში პირველ რაუნდში არგენტინელი ჩოგბურთელი, ფაკუნდო ბაგნისი ანგარიშით 6:4, 7:6(7:3), 6:2 დაამარცხა. საკვალიფიკაციო ეტაპზე კი რუმინელი ვიქტორ ჰანესკუ, უზბეკი ფარუხ დუსტოვი  და უნგრელი მარტინ ფუჩოვიჩი დაამარცხა.

No comments:

Post a Comment