02 July 2015

კვიტაშვილი თანამდებობას ტოვებს

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ კვიტაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა და უკრაინის მოქალაქეობა სწორედ იმიტომ მიიღო, რომ ჯანდაცვის მინისტრად დანიშნულიყო.
კვიტაშვილის გადადგომა უკრაინის რადამ მოითხოვა, ხოლო შემდეგ მას წასვლა მიხეილ სააკაშვილმაც ურჩია.

No comments:

Post a Comment