02 July 2015

ინაშვილი საგარეჯოს მაჟორიტარად (?)

„პატრიოტთა ალიანსს“ შესაძლოა პარლამენტში წარმომადგენელი ჰყავდეს და ეს წარმომადგენელი შესაძლოა თავად პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი იყოს. გავრცელებული ინფორმაციით, საგარეჯოს შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებზე, ირმა ინაშვილმა შესაძლოა კენჭი იყაროს. აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარისთვის „პირველი რადიო“ ინაშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მიუხედავად ამისა, ინფორმაციას ინაშვილის განზარხვაზე, მონაწილეობა მიიღოს საგარეჯოს შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში, არაოფიციალურ საუბრებში ადასტურებენ მასთან დაახლოებული ადამიანები. კანონის თანახმად, არჩევნები საგარეჯოში არაუგვიანეს ოქტომბრის თვისა უნდა ჩატარდეს. ჯერ-ჯერობით უცნობია მმართველი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები ვის კანდიდატურებს დააყენებენ.

No comments:

Post a Comment