05 July 2014

კანონზე მაღლა არც ერთი ადამიანი არ უნდა იდგეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობას უნდა ევროპული დემოკრატია და სწორედ ამ სტანდარტებს ნერგავს. "თქვენ იცით, რაც ხდება ევროპაში. სულ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააკავეს. დაკითხვის მიზნით მიიყვანეს და დააკავეს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში შესვლა. ჩვენ გვინდა ევროპული დემოკრატია, ევროპული სტანდარტები. სწორედ ამ სტანდარტებს ვნერგავთ ჩვენ, რომ კანონზე მაღლა არც ერთი ადამიანი, მიუხედავად მისი პოლიტკური კუთვნილებისა, მისი ყოფილი თანამდებობისა, არ უნდა იდგეს. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი", -აღნიშნა პრემიერმა.


წყარო: www.exclusivenews.ge

No comments:

Post a Comment