05 July 2014

გიგი უგულავას დაკავებაზე პრეზიდენტი განცხადებას აკეთებს

გიგი უგულავას დაკავებაზე პრეზიდენტი განცხადებას აკეთებს. “მე კომენტარს ცალკეულ საქმეებზე ან ბრალთან დაკავშირებით ბუნებრივია, არ გავაკეთებ. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე. მე, უბრალოდ მინდა ხაზი გავუსვა იმ კონტექტს, რომ საქართველოში ახლა მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ქმნის სტაბილურობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ეს არის დემოკრატიული არჩევნები. ბუნებრივია, დემოკრატიული არჩვენების დროს, მთლიანად არ ჩერდება სხვა პროცესები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა მხარე ამ პროცესს მოეკიდება უაღრესი პასუხისმგებლობით და, დარწმუნებული ვარ, არგუმენტები, როგორც პროკურატურას, ასევე დაცვის მხარეს ექნება ძლიერი და გადაწყვეტილება გამოტანილი დამოუკიდებელ და თავისუფალ სასამართლოში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


წყარო: www.exclusivenews.ge

No comments:

Post a Comment