მივმართავ ფეხბურთის ფედერაციას, როგორც ერთერთი რიგითი გულშემატკივარი!!!
როგორც აბსოლიტურად სანდო სყარომ მაცნობა სუპერთასის ბილეთების აბსოლიტური უმრავლესობა მოხვდება გადამყიდველების ხელში . რომლებიც შეკრულები არიან ფედერაციის ზოგიერთ არაპატიოსან მუშაკთან და საიტის ადმინისტრაციასთან. დაგეგმილია რომ შეძენილი ბილეთები შავ ფასებში გაყიდონ, ძირითადად უცხოელ გულშემატკივრებზე.
მაგალითად 75 ლარიანი ბილეთები გაიყიდება 300-400 ლარად, დაიანგარიშეთ თუნდაც 10000 ბილეთი რომ აღმოჩნდეს შავ ბაზარზე რამდენიმე მილიონ მოგებას აძლევს ამ აფიორის ჩამდენებს. ეს გახლავთ ძირითადი მიზეზი თუ რატომ ვერ ვახერხებთ ჩვენ, ჭეშმარითი გულშემატკივრები პატიოსნად, თავის ფასში ბილეთების ყიდვას.
მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ გამოიკვლიოს და მკაცრად დასაჯოს აფიორის ორგანიზატორები და მათ მიერ დაქირავებული გადამყიდველები. ვიმეორებ რომ ეს ინფორმაცია მომაწოდა კომპეტენტურმა და სანდო პირმა. სირცხვილია როდესაც სააკაშვილის ხელდასმული ფეხბურთის ფედერაციის და ახალაიას ხელისბიჭი სიჭინავა მარაზმად აქცევს საფეხბურთო ზეიმს და მათი ქმედებების გამო არ გვეძლევა საფეხბურთო ზეიმით დატკბობის საშუალება.
სასწრაფოდ გადადგეს "ცირკის" დირექტორი, ნაცების მიერ დასმული, ახალაის მეგობარი ფეხბურთის ფედერაციის სამარცხვინო პრეზიდენტი - დომენტი სიჭინავა და მთელი მისი ნაციონალების მოყვანილი ბანდა!!!
PS ეხლა ეს კრიმინალი სიჭინავა უზის გაბუნიას პირდაპირ ეთერში და უტიფრად და თავხედურად აცხადებს რომ ბილეთებს სალაროებში გაყიდიან და ყველაფერს თვითონ გააკონტროლებს!!! - სიჭინავა შენ ჩვენ მარსიდან ჩამოფრენილები ხომ არ გგონივართ?! პატარა ბავშვმაც კი იცის რომ სალაროდან ბილეთების გაყიდვა, გადამყიდველებისათვის ფულის შოვნის ყველაზე ადვილი საშუალებააა"!!! – წერს სოციალურ ქსელში „თავისუფალი თაობის" ერთ–ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი.
No comments:
Post a Comment