22 June 2015

,,მზად ვარ, ხელი შევუწყო ,,ქართველთა კონგრესის“ ჩატარებას“ - პრემიერი ილია მეორის ინიციატივას უერთდება (ვიდეო)

მივესალმები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას “ყოველთა ქართველთა კონგრესის” ჩატარებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ნათქვამია ირაკლი ღაირბაშვილის განცხადებაში, რომლითაც ის პატრიარქის ინიციატივას გამოეხმაურა.
,,ეს არის შესანიშნავი იდეა, რომლის განხორციელებაც საშუალებას მოგვცემს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქართველთა ყველანაირი რესურსის გაერთიანება და კონსოლიდაცია მოვახდინოთ.
გამოვთქვამ სრულ მზადყოფნას მაქსიმალურად შევუწყო ხელი კონგრესის ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, ასეთი კონსოლიდაცია ხელს შეუწყობს ქართველი ერის გაერთიანებას და ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას“ - აღნიშნავს პრემიერი.

No comments:

Post a Comment