აუდიტორულმა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია ბიდიომ გამოაქვეყნა მსოფლიო ქვეყნების საინვესტიციო გარემოს შემსწავლელი კვლევა – International Business Compass 2015.
საერთაშორისო ბიზნეს კომპასი იკვლევს ქვეყნის სანდომიანობას სხვადასხვა მექანიზმით და მოიცავს სამ მიმართულებას: ეკონომიკურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ და სოციო-კულტურულს.
კონკრეტული ქვეყნით დაინტერესება დაკავშირებულია მისი განვითარების დონესთან.„კვლევისას ვხემძღვანელობთ ეკონომიკური, პოლიტიკურ-სამართლებრივი და სოციალური ფაქტორებით. ერთის მხრივ, ამა თუ იმ ქვეყნისადმი ინტერესი განისაზღვრება პოტენციური ინვესტიციის განხორციელების თვალსაზრისით, რაც ნათლად მეტყველებს ეკონომიკურ პოტენციალზე. მეორეს მხრივ, მხოლოდ ეკონომიკურ ფაქტორებზე დაყრდნობით შეუძლებელია ფართო ჭრილში შევისწავლოთ ქვეყანაში არსებული სიტუაცია. ეს კი გამოწვეულია პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალური და კულტურული ასპექტების დიდი გავლენით ქვეყანაში ინვესტიციების გახორციელების თვალსაზრისით.
ზემოთ აღნიშნული სამი მიმართულება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იმყოფება და სტატისტიკურად რთულია მათზე განკერძოებით საუბარი. როგორც წესი, ინდექსთან აგრეგაცია არ არის აუცილებელი, რადგან რეალურად მიუღწევად ნიშნულთან არის დაკავშირებული. სტატისტიკური თვალსაზრისით, ქვეყნისადმი ინტერესის კოეფიციენტი განისაზღვრება სხვადასხვა ფაქტორზე დაყრდნობით“, – ნათქვამია კვლევაში.
საქართველოს საინვესტიციო ინდექსი 2014 წელთან შედარებით 5 პუნქტით გაუმჯობესდა და 43-ეადგილზე გადაინაცვლა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ რეიტინგში წინსვლა გვაქვს 2013 წელთან შედარებითაც, ამ წლის მონაცემების მიხედვით საქართველო 54-ე ადგილზე იყო.
სომხეთი 66-ე ადგილზეა და წინა წელთან შედარებით 7 პოზიციით დაიხია უკან, მაშინ როცა რეგიონის სხვა ქვეყნებს მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდათ – აზერბაიჯანი 13 პოზიციით დაწინაურდა და 65-ე ადგილზეა, უკრაინა 20 პუნქტით დაწინაურდა და 89-ე ადგილს იკავებს, ხოლო რუსეთმა 4 პოზიციით წაიწია წინ და მე-100 ადგილზეა წარმოდგენილი. 10 პოზიციით დაწინაურდა თურქეთი 2014 წელთან შედარებით და ახლა 57 ადგილზე იმყოფება.
No comments:
Post a Comment