ვერტმფრენები კრემლის თავზე: დაკარგული პუტინი- რა ხდება მოსკოვში (ვიდეო)
პუტინის ორდღიანი გაუჩინარების ფონზე მოსკოვში „უცნაური ამბები“ ხდება. თვითმხილველების თქმით, მოსკოვის თავზე მთელი დღის განმავლობაში ვერტმფრენები დაფრინავდნენ, რომლებიც პრეზიდენტის სპაც.კავშირს ეკუთვნიან. თვითმხილველთა განცხადებით ერთ-ერთი ვერტმფრენი კრემლის ტერიტორიაზეც კი დაეშვა. პრეზიდენტის სპეც.კავშირის სისტემა პირდაპირ კავშირშია რუსეთის სამხედრო ნაწილების მართვასთან, მათ შორის სწრაფი რეაგირების ძალებთან და ასევე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისა და საჰაერო თავდაცვის ჯარებთან. მოსკოვის ცაზე ვერტმფრენების გამოჩენის შემდეგ ტვიტერში ცნობილმა ბლოგერებმა პლუშევმა, ადაგამოვმა და სხვებმა „თემა გახსნეს“ იმის შესახებ, რომ მოსკოვის ცენტრში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სახურავზე - ლუბიანკას ნ20-ში რამოდენიმე „მი8“ ვერტმფრენი დაეშვა. სხვა თვითმხილველები კი წერენ, რომ ვერტმფრენები ცენტრის გარდა მოსკოვის სხვა და სხვა რაიონებში შენიშნეს და ისინი ძალიან დაბლა დაფრინავდნენ. ვერტმფრენების გადაადგილების შესახებ სოციალურ ქსელში მოსკოვის სხვა და სხვა რაიონებიდან წერდნენ. ჯერჯერობით უცნობია ოფიციალურად რას ემსახურებოდა ვერტმფრენების გადაადგილება, კრემლში დაჯდომა და არის თუ არა ეს კავშირში პუტინის გაუჩინარებასთან. ფაქტია, რომ მოსკოვის ცენტრში პირდაპირ ქუჩაში- კრემლის სიახლოვეს ვერტმფრენის კადრები თვითმხილველებმა გადაიღეს და „იუთუბით“ გაავრცელეს.
No comments:
Post a Comment