საქმეები, რომელიც გამოძიების პროცესშია და ძალიან მალე დასრულდება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. მისივე განმარტებით, რამდენიმე საქმე იყო გამოსაძიებელი და ერთ-ერთი სწორედ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეს შეეხებოდა.
"რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ შეფასებას, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ სათავეში მოსვლის შემდეგ პრაქტიკულად ყველა გახმაურებული საქმე გამოვიძიეთ, დარჩენილი იყო რამდენიმე საქმე, ეს გახლდათ ერთ-ერთი მათგანი. სამწუხაროდ, მძიმე მემკვიდრეობა გვერგო და მათი გამოძიება იყო აუცილებელი. ბევრი საქმის გამოძიება დასრულების სტადიაშია, რჩება ერთ-ორი გახმაურებული საქმე, რომელიც გამოძიების პროცესშია და ძალიან მალე დასრულდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
No comments:
Post a Comment