13 February 2015
საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელდა
მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტუტი ყოველწლიურად აქვეყნებს იმ ქვეყნების სიას, სადაც ცხოვრება ყველაზე უსაფრთხოა.
წლევანდელ რეიტინგში საქართველო მეექვსე ადგილზე გავიდა. "საქართველო შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად მსოფლიოში, სადაც ცხოვრება შესაძლებელია, რადგან მის დედაქალაქ თბილისში დღისა თუ ღამის მანძილზე ქუჩაში გამოსვლა უსაფრთხოა. ასეთი შესაძლებლობა ბევრ ქვეყნებში არ მოგეცემათ. საქართველოში არის ქურდობის, ტერორიზმის, მკვლელობის და სხვა კრიმინალური აქტივობების დაბალი მაჩვენებელი. ის არის იდეალური ადგილი ტურისტებისთვის, რომლებიც შეძლებენ იხილონ შავი ზღვის სანაპიროები, კავკასიის მთების სილამაზე, ნაციონალური პარკები და მრავალი თვალწარმტაცი სანახაობა”, - ნათქვამია ვებ-გვერდზე.
ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ათეული ასეთია:
10. სინგაპური
9. ნორვეგია
8. იაპონია
7. კანადა
6. საქართველო
5. ახალი ზელანდია
4. ავსტრია
3. დანია
2. ტაივანი
1. ისლანდია
კატეგორია:
საზოგადოება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment