02 February 2015

„ნაციონალური მოძრაობა“ მთელი 9 წელი ეწინააღმდეგებოდა ევროპულ ღირებულებებს


ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „თავისუფალმა თაობამ  “ „ნაციონალური მოძრაობის “ ოფისის მიომდებარე ტერიტორიაზე გამართა საპროტესტო აქცია , რომელიც უკავშირდებოდა  „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ  ორგანიზებულ  პრესკონფერენციას, სახელწოდებით
„36 ნაბიჯი ევროპისკენ“ .
„თავისუფალი თაობის“ წევრები   აპროტესტებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საუბარს ევროპულ არჩევანზე, ვინაიდან მათ უკავშირებენ  საქართველოში „ნაც-ტერორიზმის“ ჩამოყალიბებასა და არაადამიანურ  მოქცევას, როგორც“თავისუფალი თაობის“ ლიდერი, ლადო სადღობელაშვილი, ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს „ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს არანაირი მორალური უფლება ისაუბროს ევროპულ არჩევანზე, ვინაიდან მათი მმართველობის 9 წელი სრულიად ეწინააღმდეგებოდა ევროპულ ღირებულებებს , მათ სახელთანაა დაკავშირებული უამრავი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, მათ სახელთანაა დაკავშირებული ბოლო დროს განვითარებული ტერორისტული აქტი.აქედან გამომდინარე , დამნაშავე რეჟიმს არ აქვს უფლება  სტრატეგიას უსახავდეს საზოგადოებას და უქადაგებდეს ევროპული ღირებულებების ჭეშმარიტებასა და საჭიროებაზე.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ  მშვიდობიანად შევკრებილიყავით და გაგვეპროტესტებინა „ნაციონალური მოძრაობის“ ამორალური ქმედება,ვინაიდან ეს არის ორგანიზაცია, რომელიც თავად, თავისი  მმართველობითა და ახლა უკვე ოპოზიციიდან ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს!“- აცხადებს ლადო სადღობელაშვილი.

No comments:

Post a Comment