06 October 2014

მომავალი წლიდან "საყოველთაო ჯანდაცვა" მედიკამენტებსაც დააფინანსებს

საქართველოს მთავრობის განცხადებით, "მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის" პროგრამის ფარგლებში დაიწყება ზოგიერთი ბენეფიციარის შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფა. გატარებული ღონისძიებებით, მთავრობა სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდას გეგმავს.

მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის“, ფარგლებში ამ ეტაპზე ხორციელდება მოსახლეობის უზრუნველყოფა გეგმიური ამბულატორიული, გადაუდებელი ამბულატორიული, გეგმიური ქირურგიული მომსახურება, სტაციონარული, ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია და მშობიარობისა და საკეისრო კვეთის სერვისები.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2015 წელს 2.75 მილიარდი ლარია, რაც 2014 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით, 3.5%–ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის 2015 წელს 652.6 მილიონი ლარია გათვალისწინებული, მომდევნო წლებში კი გეგმიური მაჩვენებელი შემდეგია : 2016 წელს – 670 მილიონი ლარი, 2017 წელს 700 მილიონი ლარი, ხოლო 2018 წელს კი 710 მილიონი ლარი. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ბიუჯეტი 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, 7.7%–ით არის გაზრდილი.

კერძოდ, კი აქედან ძირითადი თანხამოსახლეობის საყოველთაო  ჯანმრთელობის დაცვისპროგრამისთვის მიიმართება, რომლის ბიუჯეტი 475 მილიონს შეადგენს, რაც 2014 წელთან შედარებით, 2.4–ჯერ არის გაზრდილი.

ბიუჯეტში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სფეროს პოლიტიკისა და პროგრამების, მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემდგომი განვითარება მიზნად ისახავს მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. საქართველოს მოსახლეობა უფრო მეტად არის დაცული ჯანდაცვის გამო კატასტროფული დანახარჯებისა და გაღარიბების რისკებისაგანშემდგომი ნაბიჯები იდგმება და იგეგმება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების და სამკურნალწამლო საშუალებებების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით.

ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად კი მთავრობის განცხადებით, ყურადღება გამახვილდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავება/გაუმჯობესებაზე, ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა გადამდები ინფექციური დაავადებების კონტროლი, ნარკომანია და ფსიქიკური ჯანმრთელობა, სისხლისა და ორგანოთა დონაცია, თამბაქოს კონტროლი და რეგულაციები ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.

ბიუჯეტში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების  თანახმად, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ზრდის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვა, რომელმაც საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყო სამედიცინო მომსახურების საბაზისო პაკეტით.

2014 წელს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პროგრამის ბენეფიციართა 80.3% კმაყოფილი იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მიღებული ამბულატორიული სერვისით, ხოლო 96.4% კმაყოფილებას გამოთქვამდა ჰოსპიტალურ დონეზე მიღებული გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით.

ჯანდაცვის სფეროში დაფინანსების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ამოქმედდება საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო სერვისებისერთიანი შემსყიდველი მექანიზმი“.  ამავე დროს განიხილება სამედიცინო მომსახურების მსოფლიოში აპრობირებული დაფინანსების ინტეგრირებული სისტემის დანერგვა, რომელიც უფრო ეფექტიანს გახდის სამედიცინო სერვისზე სახელმწიფო დანახარჯებს.

პროგრამული გამოსავლებისა და სახელმწიფო რესურსების ხარჯთეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს ჯანდაცვის პროგრამული დაფინანსების (ინდივიდუალურ დაავადებებზე ორიენტირებული ჯანდაცვის 20 პროგრამის, ..  დაავადებათა ადრეული გამოვლენის, დიაბეტის, იშვიათი დაავადებების) შემდგომი გაუმჯობესება, სამეცნიერო მტკიცებულებებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის სისტემების შემუშავება/დანერგვაზე, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ისე კერძო სადაზღვევო სქემებით მიწოდებული მომსახურების ფარგლებში; შემუშავდება და ეტაპობრივად დაინერგება ხარისხის მართვის მექანიზმები (ხარისხის ინდიკატორების სისტემური მონიტორინგის, შიდა აუდიტის, აკრედიტაციისა და ანგარიშგების) როგორც ამბულატორიული, ისე ჰოსპიტალური და ლაბორატორიული სერვისების ფარგლებში; განხორციელდება სამედიცინო განათლებისა და სერტიფიცირების ძირეული რეფორმები როგორც დიპლომამდელ, ისე დიპლომისშემდგომ და უწყვეტი სამედიცინო სწავლების ეტაპებზე.

ჯანდაცვის სექტორში არსებული ინფრასტრუქტურის ანალიზის, სამედიცინო სერვისების დონეების განსაზღვრისა და მოსახლეობის განსაკუთრებული საჭიროებების (მაგ., მაღალმთიან რაიონებში და კონფლიქტის ზონების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის) შესაბამისადმთავრობა ხელს შეუწყობს ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობით. პირველ ეტაპზე რეგიონალიზაციისრეფერალისა და ხარისხის მართვის გაუმჯობესების სისტემები დედათა და ბავშვთა სამსახურებს შეეხება, ხოლო ეტაპობრივად გაფართოვდება სხვა ამბულატოროულ, სტაციონარულ თუ სასწრაფო სამედიცინო სამსახურების მასშტაბით.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების შეფასების შედეგად დაიწყო რეფორმა, რომლის შედეგადაც მთელი საქართველოს მასშტაბით სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურებას სახელმწიფო მიაწვდის. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების გაუმჯობესებისათვის მიმდინარეობს კადრების სწავლების პროგრამა, იგეგმება ავტოპარკის განახლება ქვეყნის მასშტაბით და დისპეტჩერიზაციის სერვისების სისტემური გაუმჯობესება.

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციასა და აღჭურვაზე 2015–2018 წლებში უცვლელად 35-35 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ამასთან, მომავალ წელს მთავრობა გეგმავს სოფლად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების (გარდა სახელმწიფოს მიერ დაზღვეული მოქალაქეებისა) უზრუნველყოფას პირველადი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებით (ექიმთან ვიზიტი, ექიმის ვიზიტი ბინაზე, ლაბორატორიული გამოკვლევები, ექიმის მეთვალყურეობა და სხვა); სპეცდაფინანსების გათვალისწინება მაღალმთიან, სასაზღვრო და ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე რეგიონებში არსებული სამედიცინო დაწესებულებებისათვის.

აღნიშნული პროგრამისთვის კი ბიუჯეტიდან 24 მილიონი ლარი გამოიყო.

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ 2015 წლის ბიუჯეტში აღარ არის გათვალისწინებული პუნქტიჯანმრთელობის დაზღვევა, რომლისთვისაც  გასულ წელს 278.1 მილიონი ლარი იყო მიმართული.


წყარო: www.commersant.ge

No comments:

Post a Comment