26 July 2014

„საქმეს ვერ გავაკეთებთ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრა წელიწადს სტანდარტად დავტოვებთ“


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, „საქმეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ გავაკეთებთ, თუ სტანდარტად დავტოვებთნაციონალური მოძრაობისცხრა წელიწადს“.

ამის შესახებ უსუფაშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მნიშვნელოვანი არაა დროისა და ნერვების ხარჯვა იმაზე, რაც ამ დარბაზში ამ წელიწადნახევრის განმავლობაში შესაძლოა, 20-ჯერ, 30-ჯერ, 50-ჯერ მოგვისმენია. მანამდე ამას სხვაგან ვისმენდით. ვისმენდით იმას, რომ საქართველო გადაიქცევა რუსეთის კოლონიად იმიტომ, რომ ეს ასე არის ჩაფიქრებული და .. ბევრჯერ მომისმენია, რომ ნერვები ეშლება ხალხს, რატომ ლაპარაკობს ეს ხალხი [„ნაციონალური მოძრაობა“] ამდენს. მე ნერვები იმაზე მეშლება, როგორ გეშლებათ თქვენ ნერვები იმაზე, რაზე ლაპარაკობს ეს ხალხი. არ შეიძლება, რომ მოვრჩეთ ეს ამბავი და მივხედოთ საქმეს? ის საქმე, თავად დაგვანახებს ყველაფერს და ამ ხალხის საქმემ რაც დაანახა ქართველ ხალხს, ეს მათ სამ არჩევნებზე, კარგი შუალედებით და არა ცხელ გულზე გამოხატეს, მათ შორის, ორიოდე თვის წინ, როდესაც კოალიციაქართული ოცნებაარჩევნებზე გავიდა სწორედ რომ ბიძინა ივანიშვილის, მისი სახისა და სახელის გარეშე და ერთი სიტყვა არ გაუგია ქართველ ხალხს მისი მხრიდან, ეს იყო რეალური გამოცდა. ახლა დარჩა ერთადერთი რამსაქმის კეთება და ამ საქმეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ გავაკეთებთ, თუ სტანდარტად დავტოვებთნაციონალური მოძრაობისცხრა წელიწადს და თუ ჩვენ ახალ შს მინისტრს იმიტომ შევაქებთ, რომ ის ძველ შს მინისტრზე უკეთესია და ეს იქნება სტანდარტი, მაშინ რა თქმა უნდა, წინ ვერ წავალთ. მე მესმის ბატონი ალექსის, მისი განცდები, როდესაც ახალგაზრდობას უწუნებს მას ის ადამიანი, რომელიც მასზე გაცილებით ახალგაზრდა სწორედ თოფობანას თამაშობდა შს მინისტრობის დროს და ახლა ჭკუას გვასწავლის. კი ბატონო, ეს აღმაშფოთებელია, მაგრამ თუ ამაზე გავღიზიანდებით, დროს დავკარგავთ და საქმეს ვერ მოვახმართ“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ წარსული იმ ხალხს უნდა მივანდოთ, რომელიც წარსულის სპეციალისტიაისტორიკოსებს, ექსპერტებს, პროკურორებს“.


მომავალი კი უნდა ვანდოთ იმ ხალხს, რომელიც მისთვისაა დაქირავებულიმთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას. ამიტომ წინ გავიხედოთ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

No comments:

Post a Comment