23 July 2014

რუსეთის დიპლომატს რა საქმე ჰქონდა, ქალბატონო ანი, თქვენს სახლში?” (ვიდეო)


მოსკოვში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ზაზა გაბედავა ბაჩო ახალაიას სიდედრის მიერ რუსი დიპლომატისთვის ბინის მიქირავების ფაქტს სოციალური ქსელით გამოეხმაურა. ფაქტს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის სიდედრის სახლში საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი ანდრეი სმაგა ცხოვრობს, ის სამარცხვინოს უწოდებს.
ვაი, სირცხვილი ახალაიებისსპეტაკ ოჯახს”, რუსეთის დიპლომატს რა საქმე ჰქონდა ნეტა, ქალბატონო ანი, თქვენს სახლში? იქნებ აუხსნათ ქართველ ერს, გზას ეძებთ ალბათ რუსეთისკენმობრძანდით ბატონებო, დაგხვდებითზარ ზეიმით”, სტუმარი ღვთისააო!“, – წერს ზაზა გაბედავა ფეისბუქის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის ძმის, ვლადიმერ ნადარეიშვილის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებმა სკანდალური დეტალი ამოატივტივა. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები ვლადიმერ ნადარეიშვილის საქმესთან დაკავშირებით მისი მშობლების კუთვნილი ერთ-ერთი ბინის გასაჩხრეკად მივიდნენმათ ბინაში შესვლის უფლება მეიჯარემ არ მისცა და განაცხადა, რომ ის რუსი დიპლომატია, რომელიც წლებია აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს.
კვირაშეეცადა აღნიშნული დიპლომატის სტატუსის და საქართველოში მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. როგორც აღმოჩნდა პირი, რომელიც ნადარეიშვილების ბინაში წლებია ცხოვრობს, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი ანდრეი სმაგაა.






წყარო:   www.kvira.ge

No comments:

Post a Comment