უმცირესობის წარმომადგენლის, ირმა ნადირაშვილის
კითხვებს
გახმაურებული
და
გამოუძიებელი
საქმეების
შესახებ
ირაკლი
ღარიბაშვილი
გამოეხმაურა.
"მე მინდა, ჩაგეკითხოთ იმ გახმაურებული საქმეების შესახებ,
რომლებიც
ან
მთლიანად
არ
გახსნილა,
ან
ფორმალური
პროცედურები
იყო
გატარებული.
მათ
შორისაა
ჯიჰადის
ვიდეოები
– ჩოკუტაევის
ვერსია
თქვენც
კი
იმდენად
არასერიოზულად
გეჩვენებათ,
რომ
მისი
დედაც
კი
არ
დაგიკითხავთ,
ჰაკიმ
ფაშას
ვიდეოები,
ვინ
მოიპარა
გამოძიებიდან
ეს
მასალები
და
ვინ
ატვირთა",
- იკითხა
ირმა
ნადირაშვილმა,
რასაც
პრემიერის
გამოხმაურება
მოჰყვა.
"მე ავტვირთე, ეგ არ იცით, ქალბატონო ირმა?", - უპასუხა ღარიბაშვილმა,
რაზეც
საპარლამენტო
უმცირესობიდან
უპასუხეს,
რომ
ისინიც
ამას
ამბობდნენ.
"მადლობა, რომ დამიდასტურეთ, ამის მერე ჰაკიმ ფაშას რომ გიწოდებთ, ალბათ, უმრავლესობა არ გააპროტესტებს", - განაცხადა
ირმა
ნადირაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მასაც აქვს ძალიან საინტერესო სახელი მოფიქრებული ირმა ნადირაშვილისთვის, თუმცა ცალკე
ეტყვის.
ირაკლი ღარიბაშვილმა საპასუხო ჩამონათვალიც გააკეთა უკვე
"ნაციონალური
მოძრაობის"
საქმიანობიდან.
"ეს არის 300 000 ადამიანი გასამართლებული, ნაწამები და გაუპატიურებული
პატიმრები,
დანგრეული
ეკონომიკა
და
სოფლის
მეურნეობა
– ეს
არის
ის
მემკვიდრეობა
რაც
ჩვენ
გვერგვო.
თქვენი
ეს
ჩამონათვალი
არის
სასაცილო
და
ღიმილის
მომგვრელი
და
ჩვენ
არ
ვაპირებთ
პასუხის
გაცემა,
ამას
თქვენ
ვეღარ
მიიღებთ
ჩვენგან
და
გირჩევთ,
რომ
რეალურ
ფაქტებზე
ვიმსჯელოთ",
- განაცხადა
ირაკლი
ღარიბაშვილმა.
No comments:
Post a Comment