24 July 2014

7 ყველაზე საშიში აეროპორტი დედამიწაზე

1. პრინცესა ჯულიანის სახელობის აეროპორტი (სან-მარტინი)

აეროპროტის დასაფრენი ბილიკი იმდენად ახლოა სანაპიროსთან, რომ თვითმფრინავი დაშვების დროს 15 მეტრ სიმაღლეზე გადაუფრენს დამსვენებლებს. მიუხედავად იმისა, რომ აქ უბედური შემთხვევა არასდროს მომხდარა, თვითმფრიანვის გამონაბოლქვი მაინც ცუდად მოქმედებს დამსვენებლებზე.





2. გუსტავ მესამეს აეროპორტი (ბართლომეს კუნძული, კარიბია)
მთავარი პრობლემა აქ ასაფრენი ბილიკის მცირე ქომებიაბილიკი იმდენად ვიწროა და მოკლეა, რომ შეიძლება თვითმფრიანვი ან აცდეს მას ან კი ზღვაში გადავარდეს. აეროპროტი გათვლილია მხოლოდ მცირე ზომის თვითმფრინავებზე, რომლებსაც მაქსიმუმ 20 მგზავრი გადაყავთ.



3. Juancho E. Yrausquin-ის აეროპორტი (საბას კუნძულები, კარიბია)
აეროპორტის ასაფრენი ბილიკი მხოლოდ 400 მეტრია და იგი ციცაბო კლდეზე მდებარეობს. აფრენისა და დაშვების დროს თუ პილოტმა არასწორად გათვალა დაშვების სიჩქარე და კუთხე, კატასტროფი დიდი ალბათობა დადგება.





4. გიბრალტარის აეროპორტი
ერთ-ერთი ყველაზე საოცარი აეროპორტი გიბრალტარში მდებარეობს. ქვეყანაში ფართობის სიმცირის გამო თვითმფრინავის ასაფრენი ბილიკი კვეთს უინსტონ ჩერჩილის სახელობის ავტოსტრადას. ამიტომ თვითმფრინავების ყოველი დაჯდომისა და აფრენისას ტრასა იკეტება.



5. ბარას საერთაშორისო აეროპორტი
ეს ერთადერთი აეროპორტია დედამიწაზე, რომელიც პლაჟის ფუნქციასაც ასრულებს. საინტერესო ის არის, რომ თვითმფრინავების ღამით დაშვების დროს უამრავი მცხოვრები მოდის საკუთარი მანქანებით იმისათვის, რათა პილოტს გზა გაუნათონ დაჯდომის დროს.




6. ლუკლა აეროპორტი (ნეპალი)
ეს აეროპორტი იმის გამო მოხვდა ჩვენს სიაში, რომ განთავსებულია ზღვის დონიდან 2900 მეტრ სიმაღლეზე. აეროპორტის ასაფრენი ბილიკი, გარდა იმისა რომ ცალი მხრიდან შემოსაზღვრულია სალი კლდით, იგი ასევე დახრილია იმისათვის, რათა დაეხმაროს თვითმფრინავს დამუხრჭებაში დაშვების ან აჩქარებაში აფრენის დროს.





7. მადეირას აეროპორტი (მადეირა)
საერთაშორისო აეროპორტი განთავსებულია მთის ფერდობზე და დიდი ხნის განმავლობაში ასაფრენი ბილიკის სივიწროვით პრობლემებს უქმნიდა პილოტებს. 1977 წელს მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, გადაწყდა ასაფრენი ბილიკის გაზრდა და ამიტომ აეროპორტს დიდი ბეტონის სვეტებიანი კონსტრუქცია მიუშენეს.


No comments:

Post a Comment