საჯარო სამსახურებში პრემიების გაცემის პერიოდულობა, გამცემი პირების ოდენობა და პრემიის ზღვრული ოდენობა იზღუდება.
"ბოლო პერიოდში საზოგადოების სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია და გაჩნდა კითხვები სახელმწიფო მოხელეებისა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით პრემიების მიღებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყნაში წლების განმავლობაში დამკვიდრებული იყო ასეთი მანკიერი პრაქტიკა. ამ დრომდე არ არსებობდა პრემიების ერთიანი წესი, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავს ამ საკითხის თვითნებურად გადაწყვეტას და საბიუჯეტო სახსრების გაუმართლებელ და უკონოტროლო ხარჯვას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ შეუძლებელია ამას საქართველოს მოქალაქეებმა გულგრილად უყუროს. ამიტომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე პრემიერ-მინისტრის დავალებით ამ თემაზე მუშაობენ მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო ბიურო. ამ დროისთვის შემუშავებულია პრემიების გაცემის წესი და სულ მალე წარედგინება მთავრობას დასამტკიცებლად. ამით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საჯარო სამსახურში პრემიების გაცემის წესი აღარ იქნება დამოკიდებული თანამდებობის პირების მხოლოდ მორალურ გადაწყვეტილებაზე. დღეისათვის უკვე დადგენილია პრემიის ზღვრული ოდენობა, პერიოდულობა და ასევე შევიწროებულია ის ხალხი, ვისაც ექნება უფლებამოსილება პრემიების გაცემის", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძრვანელის მოადგილე ნინო კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, მთავრობამ ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილება გაიზიარა.
No comments:
Post a Comment