27 June 2014

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ისტორიული ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ და ევროკავშირის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ ხელი მოაწერეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას.
1 135-გვერდიან დოკუმენტს ხელი მოაწერეს - საქართველოს მხრიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რომპეიმ.
საბოლოო ჯამში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას ორგანიზაციის 28-ვე წევრი ქვეყნის პირველი პირის ხელმოწერა ექნება.

ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე მისი რატიფიცირება საქართველოს, ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის პარლამენტებმა, ასევე ევროპარლამენტმა უნდა განახორციელონ. პირველი ამ სიაში ლატვია იქნება, რომელიც ხელშეკრულების რატიფიცირებას 3 ივლისს მოახდენს. ივლისში გეგმავს დოკუმენტის რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტიც. ხელშეკრულების სრულად ძალაში შესვლა 2015 წლისთვის არის ნავარაუდევი, თუმცა უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე წინმსწრებად ამოქმედდება შეთანხმების ნაწილი, მათ შორის DCFTA - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება.   


No comments:

Post a Comment