![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjbBInuOIH96MDoAiU2yBQkMKgl5wNEScHm5gmxsk9SvMv4H6hgHtCCCcToh3QKbwcUJTUiEwcIRTf_PS3LaBmgvlQ_h1rvBzdoqJL8b7uvZah0L0684VYT9x41WyGCdTX11f1pU_sL76c/s1600/vcbgf.jpg)
ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, რომლებიც, როგორც წესი, საარჩევნო პროცესის დაკვირვებით თავს იწონებენ, რატომღაც საქართველოს ყველაზე პრობლემურ რაიონში, მარნეულის საარჩევნო ოლქის უბნებზე არ აღმოჩნდნენ. კერძოდ, მარნეულის 22 -ე სარჩევნო ოლქის 25 -ე და 57- ე უბნებზე, ორგანიზაციებს: „სამართლიან არჩევნებს“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ დამკვირვებლები არ ჰყავდათ. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს აზერბაიჯანელების ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ქვემო ქართლში, კერძოდ, მარნეულის რაიონის საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციებზე რამდენიმე დღე აქტიურად საუბრობდა. ალი ბაბაევი აცხადებდა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა:
„ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე სოფელში პროვოკაციები იგეგმება. არ არის გამორიცხული, რომ სერიოზული პროვოკაციები მოაწყონ და ამომრჩეველს შორის შეჯახება მოხდეს. მივმართავ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, სამართალდამცავებს და ყველა დამკვირვებელს, მეტი ყურადღება მიაქციონ მარნეულის რაიონს. ვვარაუდობ, რომ ეს პროვოკაციები აზერბაიჯანელი მოსახლეობის სახელით მოეწყობა. დღეს არეულობა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს,“ – განუცხადა „კვირას“ ალი ბაბაევმა.
მიუხედავად, არაერთი გაფრთხილებისა, მარნეულის საარჩევნო ოლქი არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაინც უყურადღებოდ დატოვეს.
როგორც „კვირას“ ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ განუცხადა, ისინი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო მიმდინარეობის პროცესს აკვირდებოდნენ, თუმცა მარნეულის 22 -ე სარჩევნო ოლქის 25-ე და 57-ე უბნებზე „სამართლიანი არჩევნებს“ წარმომადგენელი არ გაუგზავნიათ. ამავე უბნებზე დამკვირვებელი არ აღმოაჩნდა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსაც“. როგორც „კვირას“ საიას თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ განუცხადა, ამ უბნებზე მათი ორგანიზაციიდან საარჩევნო პროცესს არავინ აკვირდებოდა. „ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მარნეულის ამ უბნებს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ და ჩვენი დამკვირვებელი არ გაგვიგზავნია“, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
No comments:
Post a Comment