დარიალის ხეობაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხედრის იდენტიფიცირება, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყრის ზონაში აღმოჩენილი გვამი თბილისში, ექსპერტიზაზე გადმოასვენეს.
შეგახსენებთ, რომ ხეობაში მეწყერი 17 მაისს ჩამოწვა. სტიქიას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა.
No comments:
Post a Comment