ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოს 25 მაჟორიტარული მანდატიდან 24-ს "ქართული ოცნების" კანდიდატები მიიღებენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დროისთვის არსებული წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, ერთადერთი საარჩევნო ოლქი, სადაც მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა, საბურთალოს მეორე საარჩევნო ოლქია, სადაც დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი 33,59%-ით ლიდერობს.
რაც შეეხება რაიონებს, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი 40,54%-ით ლიდერობს. ვაკეში ორივე მაჟორიტარულ ოლქში ყველაზე უკეთესი შედეგი ასევე "ქართული ოცნების" კანდიდატებმა – გიორგი მუსხელიშვილმა (47,44%) და გოჩა ბაბუნაშვილმა (42,08%) აჩვენეს. საბურთალოს სამი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან ორში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა – შორენა ბუხრაშვილმა (40,94%) და დავით ზურაბიშვილმა (46,52%) გაიმარჯვეს, ხოლო ერთში – დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა. კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი (48,36%) იქნება, "ქართული ოცნებიდან". ისნის რაიონში სამივე მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებულები, ასევე, "ქართული ოცნების" კანდიდატები _ ილია ჯიშკარიანი (47,96%), ზურაბ ნეფარიძე (45,56%) და ირაკლი აბუსერიძე (48,15%) არიან. სამგორის 4 მაჟორიტარული ოლქის გამარჯვებულები, წინასწარი ინფორმაციით, ია მაკასარაშვილი (41,67%), ლევან დარახველიძე (42,62%), გულიკო ზუმბაძე (52,01%) და ლია ჯახველიძე (40.85%) გახდნენ. ჩუღურეთში "ქართული ოცნების" კანდიდატი რამინა ბერაძე 46.85%-ით ლიდერობს. დიდუბის ორ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ასევე "ქართული ოცნების" კანდიდატები - ვლადიმერ ძნელაძე (45,91%) და თარაშ შურღაია (44,23%) იმარჯვებენ. ნაძალადევის რაიონში 4 მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებული "ქართული ოცნების" კანდიდატები კი - დავით ჭელიძე (47,21%), გივი გოგლიძე (50,02%), ზაზა კოლელიშვილი (41,25%) და ჯაბა სამუშია (43,59%) არიან. ასევე ოთხივე საარჩევნო ოლქში ლიდერობენ "ქართული ოცნების კანდიდატები" გლდანში. აღნიშნულ რაიონში მაჟორიტარის მანდატებს კობა კობალაძე (44,65%), ნინო გოგუაძე (45,91%), მურთაზ მელია (39,13%) და ქეთევან ჯოხაძე (41,19%) აიღებენ.
No comments:
Post a Comment