ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს გაიმართება.
მართალია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, უმრავლესობა, კოალიცია "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები არიან, თუმცა არის რაიონები/ქალაქები, სადაც "ქართულ ოცნებას" არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატი დაუპირისპირდება.
"მეორე ტურში გადასვლა არ ნიშნავს, რომ პირველ ტურში მოცმეულ ორ კანდიდატს, ერთმანეთთან ახლოს მდგომი შედეგები ჰქონდა. შეიძლება ასეთი მაგალითი მოვიყანოთ: ერთმა კანდიდატმა მიიღო ხმების 47%, მეორემ - 15%, მაგრამ ტარდება მეორე ტური იმიტომ, რომ პირველმა ვერ გადალახა 50%-ანი ბარიერი. სადაც ასეთი სურათია, რა თქმა უნდა, იქ ყველგან "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს. მეტიც, იქ სადაც "ნაციონალური მოძრაობა" და "ოცნება" იქნებიან, დარწმუნებული ვარ, ყველგან "ოცნებია" გავა", _ ამბობს კახიშვილი "გურია ნიუსთან".
მისივე თქმით, იმ საარჩევნო ოლქებშიც, სადაც მეორე ტურში არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატები და "ქართული ოცნება" გავიდა, ოცნების კანდიდატის გამარჯვებით დამთავრდება, მაგრამ იქ, სადაც პარტიების კანდიდატებს თითქმის თანაბარი ხმათა რაოდენობა ჰქონდათ პირველ ტურში, დაიწყება კონსულტაციები სხვა არასაპარლამენტო ოპოზიციურ შტაბებთან, რომ მათი მხარდამჭერების ხმები მოიზიდონ.
"ყველაფერი, პირველ რიგში, დამოკიდებულია იმაზე, რა სხვაობით გავიდნენ პირველ ტურში. ასევე, იმაზე თუ როგორ შეეცდებიან მეორე ტურში გადასული კანდიდატების საარჩევნო შტაბები, სხვა პოლიტიკური პარტიის შტაბებთან მოლაპარაკებას, მათი ამომრჩევლის მხარდაჭერის კუთხით.
"ნაციონალურმა მოძრაობამ", ერთ რომელიმე ოლქში, შესაძლოა გაუცვალოს არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატს მხარდაჭერა იმის სანაცვლოდ, რომ სხვა ოლქში, სადაც მისი კანდიდატი იქნება მეორე ტურში, მისი მხარდაჭერა მოიპოვოს.
იქნება მცდელობა, რომ ყოფილი კონკურენტებისგან, მეორე ტურში, მოკავშირეები შექმნან. მსგავსი სახის მოლაპარაკებები შესაძლოა იყოს არამხოლოდ ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელებთან, არამედ ადგილობრივი კანდიდატების შტაბებთანაც", _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას კახიშვილი.
იქნება მცდელობა, რომ ყოფილი კონკურენტებისგან, მეორე ტურში, მოკავშირეები შექმნან. მსგავსი სახის მოლაპარაკებები შესაძლოა იყოს არამხოლოდ ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელებთან, არამედ ადგილობრივი კანდიდატების შტაბებთანაც", _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას კახიშვილი.
No comments:
Post a Comment