16 July 2015

"სოკარი" 14 381 385 ლარით, "ვისოლი" კი 10 426 393 ლარით დაჯარიმდა


კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა დაასრულა, რის შედეგადაც ხუთი მსხვილი ნავთობკომპანია შემდგი თანხის ოდენობით დააჯარიმა: 


შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი" 14 381 385 ლარით დაჯარიმდა; შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია" 11 267 384 ლარით; შპს "რომპეტროლ საქართველო" 10 845 806 ლარით; შპს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" 10 426 393 ლარით, ხოლო შპს "ლუკოილ ჯორჯია" 4 740 260 ლარი. 

სააგენტომ, ასევე, დააჯარიმა შემდეგი ნავთობკომპანიები: შპს "L ოილი" 1 209 890 ლარი; შპს "ი თი აი" 1 172 766; შპს "ბინული 1" 654 445 ლარი.

ამასთან, როგორც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებაშია აღნიშნული, ზემოაღნიშნულ ეკონომიკურ აგენტებს დაევალათ საავტომობილო საწვავის სასაქონლო ბაზარზე საქმიანობისას, მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობებისას, უზრუნველყონ "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვა.

"ამასთან, ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით თბილისის საქალაქო სასამართლოში",- აღნიშნულია ბრძანებაში. 


ამასთან, როგორც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, სააგენტო ბაზარზე ფასების კონტროლს არ ახდენს, რადგან ეს მის კონპეტენციაში არ შედის. 

No comments:

Post a Comment