26 January 2015

უახლოეს მომავალში საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა გაიმართება

უახლოეს მომავალში საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა გაიმართება, - შესაბამისი შეთანხმება ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებულ შეხვედრაზე შედგა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკა უნდა შენარჩუნდეს.

საუბარი შეეხო მნიშვნელოვან რეგიონალურ სატრანსპორტო და ენერგოპროექტებს, რომელთა ერთობლივი განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების ათვისებას.

შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესსა და ნატოში გაწევრიანების საკითხებზე.


No comments:

Post a Comment