26 January 2015

26 მაისს ურეკში 10 ათასადგილიანი საკონცერტო დარბაზი გაიხსნება

ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ურეკში მშენებარე საკონცერტო დარბაზი, მიმდინარე წლის 26 მაისს გაიხსნება. როგორც ჩვენთან საუბრისას ნატანების გამგებელმა, ილია თავაძემ განაცხადა, დარბაზის გახსნა გაზაფხულზე გრანდიოზული კონცერტით იგეგმება. ცნობილია, რომ დარბაზი 10 ათას მაყურებელს დაიტევს.

აჭარა-გურიის რეგიონის მშენებლობის უფროსი, ამირან გეგიძე, რომელიც საკონცერტო დარბაზის მშენებლობას კურირებს, „კომერსანტთან" აცხადებს, რომ აღნიშნული მშენებლობა 2007 წლიდან მიმდინარეობს, მის განსახორციელებლად კი დაახლოებით 200 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ამ ეტაპზე ივანიშვილის კუთვნილი საქველმოდმედო ასოციციაცია „ატუს" დაკვეთილი საკონცერტო დარბაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და იქ მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. ლითონის კონსტრუქციის მოძრავ სახურავს კი კომპანია „ელიტაბურჯი" აკეთებს.

მშენებლობაზე წლების განმავლობაში 600 ადგილობრივი იყო დასაქმებული, ამჟამად კი სამუშაოების სიმცირის გამო, ობიექტზე მხოლოდ 150 კაცამდე მუშაობს. გეგიძის განცხადებით, უცხოელი სპეციალისტები მხოლოდ სახანძრო სისტემის შესამუშავებლად იყვნენ მოწვეული.

No comments:

Post a Comment