04 July 2014

ჩაანაცვლებს თუ არა GDS მეცხრე არხს?

ტელეკომოპანია GDS საინფორმაციო მაუწყებლობაზე გადასვლას გეგმავს. როგორც  არხის გენერალურმა პროდუსერმა თემურ გოგოლაძემ განაცხადა, ტელეკომპანიის საინფორმაციო მაუწყებლობაზე გადაყვანა იგეგმება თუმცა ჯერ კონკრეტული ნაბიჯები GDS-ის მენეჯმენტს არ გადაუდგამს.
ჯერ-ჯერობით ეს არის მხოლოდ სამუშაო ვერსია. კონკრეტული წინადადება, კონკრეტული საქმეები ჯერ არ დაგვიწყია. შესაძლებელია და გეგმაში არის თუმცა კონკრეტული ჯერ არაფერი დაწყებულა“,-განაცხადაპირველ რადიოსთანთემურ გოგოლაძემ
მისივე თქმით ამ ეტაპზე ტელეკომპანიას საინფორმაციო ლიცენზიის მოპოვების თხოვნით კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის არ მიუმართავს.
რაც შეხება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, პრესსამსახურის ინფორმაციით GDS- კომისიისთვის განაცხადით ჯერ არ მოუმართავს. ლიცენზიის მოდიფიცირების განხილვას კი 20 სამუშაო დღე სჭირდება. „ჯერ არ შემოუტანიათ განაცხადა. ზოგადად ლიცენზიის მოდიფიცირებას 20 სამუშაო დღე სჭირდება, სჭირდება იმისთვის , რომ საინფორმაციო პროგრამებით იმაუწყებლოს“- განაცხადა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრესსამსახურის უფროსმა ხატია ყურაშვილმა


წყარო: www.pirveliradio.ge

No comments:

Post a Comment