თბილისში,
ტიციან ტაბიძის ქუჩაზე მელიის
ორი ლეკვი იპოვეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე-153 შესული
შეტყობინების საფუძველზე დეპარტამენტისა და
გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა
თბილისში ტიციან ტაბიძის ქუჩაზე
მელიის ორი ლეკვი
იპოვეს.
ადგილზე სიტუაციის შესწავლის შედეგად
დადგინდა, რომ იტალიის
მოქალაქემ მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე
მელიის ლეკვები იპოვა და
დეპარტამენტს აცნობა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხოველებს ყველა საჭირო
დახმარება აღმოუჩინეს და ექსპერტის
რჩევის საფუძველზე, მელიის ლეკვები ველურ
გარემოში, არაგვის ხეობაში გაუშვეს.
წყარო:www.ipn.ge
No comments:
Post a Comment